saqarTvelos tbebi - didi gldanis tbebi
მდებარეობა | თბილისი |
კოორდინატები | 41°48`50` ჩ. გ. 44°50`12` ა. გ. |
სიგრძე | 0,9 კმ |
სიგანე | 0,3 კმ |
ფართობი | 0,2 კმ² |
აუზის ფართობი | 0.77 კმ² |
სინონიმი: დიდი ტბა, თეთრი ტბა.
ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, სოფელ გლდანის მახლობლად. ტბის წარმოშობა ტექტონიკურია. მდებარეობს ზღვის დონიდან 546 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², აუზის ფართობი 0,77 კმ². ტბის სიგრძეა დაახლოებით 900 მ, ხოლო სიგანე - 300 მ. ტბა ძირითადად წვიმისა და თოვლის წყლებით და აგრეთვე მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, რის გამოც იგი დამლაშებულია და თითქმის მოკლებულია იხტიოფაუნას. მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი - ზაფხულში. ტბა გაუდინარია. ტბა სიბერის სტადიაშია; მისი ფართობი მცირდება და სანაპიროები მლაშობის ბალახი მცენარეულობით არის დაფარული.